რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში ხანძარი 12 ათას 900 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული და მის ლიკვიდაციას ამ დრომდე ცდილობენ. სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც. ხანძარი სავარაუდოდ აფეთქების შემდეგ გაჩნდა.
საკონცერტო დარბაზში, სავარაუდოდ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა კონცერტის დაწყებამდე ცეცხლი გახსნა, რასაც 40 -მდე ადამიანი ემსხვერპლა და დაჭრილია 100-ზე მეტი. სროლის შემდეგ კი აფეთქება მოხდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.