ხანძარია მოსკოვის საერთაშორისო ბიზნეს ცენტრში, “მასკვა სითიში“. იწვის მშენებარე ცათამბჯენი Neva Towers. თვითმხილველების თქმით, კონსტრუქციიდან ამოდის სქელი შავი კვამლი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები. სავაჭრო ცენტრთან მისასვლელი გზები გადაკეტილია.