მოსკოვში სამხედრო პირების მასობრივი დაკავება დაიწყო. – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო Telegram- ში იტყობინება. წერს უკრანული გამოცემა Ukrinform.
,,რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ მიმართული კომპლექსური “შეტევები” დაიწყო. ცენტრისკენ მოძრაობა შეფერხებულია”, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.
როგორც სადაზვერვო სამსახურმა აღნიშნა, ქალაქში შევიდა ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დივიზიის ნაწილები – რუსული გვარდიის “ელიტა”. ისინი პოლიციასთან ერთად ცენტრისკენ მიემართებიან.
ცნობილია სამხედროების არაერთი დაკავება და ბლოკადა. ასევე მოსკოვის პერიმეტრზე მდებარე ყველა სამხედრო ნაწილი მზადყოფნაშია მოყვანილი.
როგორც ცნობილია, რუსეთში სულ უფრო მეტი ცნობილი ადამიანი იწყებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის კრიტიკას ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინის ბრძოლის ველზე დამპყრობლების მუდმივი წარუმატებლობის შემდეგ .
ავტორი