მოსკოვში, ცნობილი ბიზნესმენის ანდრეი ბალიშანსკის შვილი, კონსტანტინე ბალიშანსკი მოკლეს. ამის შესახებ NEXTA Live იუწყება.
ანდრე ბალიშანსკი კომპნია Mediasystem Group-ის ხელმძღვანელია. ის კავშირგაბმულობის აპარატურის და ინფორმაციის მატარებელი სისტემების გაყიდვით არის დაკავებული.
რუსული ტელეგრამ-არხები ვარაუდობენ, რომ კონსტანტინე დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მისდევს კილერი კონსტანტინე ბალიშანსკის და მას ავტომატური იარაღიდან ესვრის. კიდევ ერთ ვიდეოზე ჩანს, რომ მკვლელმა წაქცეულ დაჭრილს ორჯერ ესროლა, ანუ „საკონტროლო გასროლა“ განახორციელა.
მოგვიანებით ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილერს პოლიცია აედევნა და მისი ლიკვიდაცია მოხდა.
ავტორი