თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, 15-წლამდე გოგომ, სავარაუდოდ, შეყვარებულთან კამათის გამო, წნევის დამწევი წამალი დალია.
გოგო შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოსწავლეს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია და შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანა.
imedinews-ის ინფორმაციით, გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.