ქობულეთში, საპატრიარქოს კერძო სკოლაში არასრულწლოვანმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
მოსწავლე ბულინგის მსხვერპლია, რის გამოც მან თვითმკვლელობა სცადა.
თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
ფაქტი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლის ადმინისტრაციაში „აჭარა თაიმსს“ დაუდასტურეს. ადმინისტრაციის განმარტებით, მომხდარის მიზეზებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



































































