მოსწავლემ სკოლაში ოთხი ადამიანი მოკლა, 9 ადამიანი კი დაშავდა. მოკლულებს შორის ორი მასწავლებელი და ორი მოსწავლეა. შემთხვევა ჯორჯიაში, საშუალო სკოლაში მოხდა.
რატომ გახსნა 14 წლის მოზარდმა ცეცხლი, უცნობია.
გამოძიების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებული 14 წლის ბიჭი, გასულ წელს, ონლაინ გახორციელებულ მუქარასთანაც კავშირშია.
“ეჭვმიტანილი მუქარას უარყოფს”,- ნათქვამია განცხადებაში. დაკავებული მოზარდის მამამ, რომელიც ასევე გამოიკითხა, განუცხადა გამომძიებლებს, რომ მას სახლში სანადირო იარაღი ჰქონდა, მაგრამ მის შვილს არ ჰქონდა მათზე უკონტროლო წვდომა.
2023 წელს ხელისუფლებამ ადგილობრივ სკოლებს უთხრა, რომ გააგრძელონ ეჭვმიტანილის მონიტორინგი, მაგრამ მისი დაკავების სავარაუდო მიზეზი არ არსებობდა. ჯორჯიას საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა კრის ჰოსიმ განაცხადა, რომ ცდილობენ გარკვიონ უკავშირდება თუ არა 2023 წელს გავრცელებული მუქარა ოთხშაბათს მომხდარ სროლას.
სროლას გამოეხმაურნენ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატები, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში თავდამსხმელს “ავადმყოფი და შეშლილი” უწოდა, ხოლო კამალა ჰარისმა ნიუ-ჰემფშირში მიტინგზე უთხრა “ჩვენ უნდა დავასრულოთ იარაღით ძალადობის ეპიდემია”.