ლანჩხუთში დღეს დილიდანვე იყო ხალხმრავლობა და რიგები სავაჭრო ობიექტებთან. მოქალაქეებმა რიგები დილის რვა საათამდე დაიკავეს მაღაზიებსა თუ აფთიაქებთან. როგორც თავად ამბობდნენ, ყველა მოსწრებაზეა სატრანსპორტო მოძრაობის აკრძალვის გამო.
„სოფლებში ნაკლებადაა შესაძლებლობა პური და საჭირო მედიკამენტი შეიძინო, ამიტომ მოსწრებაზე ვართ, რომ 12 საათამდე შევძლეოთ სახლში დაბრუნება.“