https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

9:49; 3.09.2023
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს მორიგ სახალისო „სპორტულ მოგონებებს“ შემოგთავაზებთ და ისტორიებს ქართველი ძიუდოისტების თავს გადამხდარი ერთი შემთხვევით დავიწყებთ. ამ ამბავს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ბატონი თემურ ხუბულურის მონაყოლით გადმოგცემთ.

„1980 წელია. ერევანში ვართ „ზბორებზე”. საზღვარგარეთ, ხარ და შინიდან რომ სასიამოვნო ცნობა მოვა, იმ გრძნობას რა შეედრება. „ბიჭი შეგეძინა” – მაცნობეს თბილისიდან და ცას ავწვდი ხელით. მოლოცვა-მოლოცვასა და ხვევნა-კოცნაში კინაღამ სული ამომხადეს თანაგუნდელმა ბიჭებმა. ყურები დამიგრძელეს…

– არ უნდა აღვნიშნოთ? – თქვა ერთმა და აიტაცეს დანარჩენებმა.

ერთი გემრიელი რესტორანი შევარჩიეთ. გავიპარეთ ისე, რომ მწვრთნელებმა არ იციან, სპეციალურად არ გავუმხილეთ. ხუთნი ვართ. მოვატანინე ხუთი ბოთლი შამპანური. რესტორანის გამგე იქაური ქართველია და დავცხეთ. ხუთი ბოთლი მალე გათავდა.

– კიდევ ხუთი! – ავწიე გაშლილი ხელის მტევანი. მოვიდა, მოვიდა და წავიდააა!!!

ერთმა შალახო შეუკვეთა ისედაც წკიპზე მყოფ მუსიკოსებს.

მადლიანმა შალახომ ჯერ სკამებზე შემოასკუპა, მერე მაგიდებზე ატყორცნა სხვადასხვა წონის ფალავნები. ვიღას ახსოვს დისციპლინა. დისციპლინა – ჩემი 2 საათის წინ ამ ქვეყანას მოვლენილი პირმშო – ძე-ა.

რაც უნდა იყოს, მე ვმასპინძლობ სიტუაციას და მაგიდაზე ნამდვილად არ ავხტი ამ გადარეულებივით.

რესტორნის გამგე – ჩვენებური კაცი, გვერდით მომიჯდა და დელიკატურად მეუბნება:

– თემო, რა მოვიმოქმედოთ, რომ ეს „ლომები” იატაკზე დავაბრუნოთ?

– რა და კიდევ 10 ბოთლი! – გავშალე ორივე ხელი.

– მოსულააა! – „გამისწორა” ქართველმა და ძლივს ჩამოვყარეთ ბიჭები ძირს „სატყუარათი”.

სასტუმროში მივბანდალდით – ღამის 2 საათია. ვესტიბიულში ჩვენი ორივე მწვრთნელი ზის ადმინისტრატორის მაგიდასთან.

– აბა, დადექით ახლა ხაზზე – გვეუბნება და საათს თვალს არ აშორებს.

ჩვენ ერთმანეთს ვეყუდებით.

– რატომ დაითვერით? – დაისვა ავბედითი კითხვა.

– ვინა, ჩვენა? – დაასლოკინა ერთმა, რომელიც ყველაზე მეტად ირწეოდა – გიამ.

მწვრთნელმა უმკაცრესად შეხედა. ესეც „გაფუჭდა” და რომ არ წაქცეულიყო მე „ჩამეპოდრუკჩკდა”.

– ხვალიდან მე მოვიქცევი ისე, როგორც თქვენნაირი დისციპლინის დამრღვევებს ეკადრებათ, თქვენ სხვანაირად უნდა მოგექცეთ ხვალიდან, რასაც მომისვამთ ხელზე, იმას მოგისვამთ წვერზე! – გასაგებია, გია?

ამასობაში გიას ფეხზევე ჩაძინებია ცხენივით, თავისი სახელის გაგონებაზე ერთი ნაბიჯი წინ წადგა, ვეღარ მოზომა ძილ-ღვიძილში და პირდაპირ მწვრთნელს ჩაემხო კალთაში.

დილის 6 საათია და წამოგვყარა იმ „ტრენერმა”.

– რამდენი ბოთლი დალიეთ წუხელ? – ისევ გიას ეკითხება. გია ჩაფიქრდა:

– რამდენი, რამდენი და ოცდაათი.

– ოცდაათი, მაშ ასე, ოცდაათ წრეს დაარტყამთ მოედანს!

ვერდიქტი შეუვალი იყო. შევუდექით პახმელიაზე სირბილით გამოსვლას. ძლივს დავლასლასებთ. მწვრთნელი არხეინად ზის სკამზე და გაზეთს კითხულობს.

– მოვკვდი, აღარ შემიძლია მეტი! – თქვა ერთმა მეექვსე წრეზე და ადგილზევე ჩაიკეცა.

– გიააა, მე შენიიიი, რამ გათქმევინა ოცდაათი, ნაკლები ვერ თქვი?

– მოვატყუე – გაეხარდა უცებ, თორემ მერე გენახათ,  ოცდაათი კი არა ოცდათორმეტი დავლიეთ.

– ყოჩაღ! – შევაქეთ.

– რამდენი წრე დაარტყით? – გაზეთი მოიშორა მწვრთნელმა.

– თორმეტი.

– თვრამეტი დაგრჩათ – გაშალა გაზეთი „ტრენერმა”.

– არა. რატომ, ჩვენ 10 ბოთლი დავლიეთ – უცბად დაახეთქა გიამ. ეგ კი არა, ორი წრე ზედმეტიც გამოგვივიდა. თქვენ, ალბათ, ოცდაათი გაიგონეთ, რა ამბავია!

– ააა… მომეჩვენა ხომ?

– კი, ორი წრე ზედმეტად დავარტყით – გათამამდა გია. მწვრთნელი მაგის ჩიტი იყო?

– ეგ არაფერია, ახლა წადით, ორი წრე უკუღმა დაარტყით და გაბათილდება! უნიათოდ შევუდექით ძუნძულს. განა მოტყუვდა, უბრალოდ გაგვიგო, უთქვამთ რაც მოხდა და იმანაც გვარიანად ჩამომიგრძელა ყური“.

ალბათ გახსოვთ თავის დროზე მომხდარი ჩერნობილის ტრაგედია. საბჭოთა სპორტის იმდროინდელმა მესვეურებმა ჭიდაობაში ქვეყნის თასის გათამაშება ამ ადგილთან ახლოს, ქალაქ გომელში დანიშნეს. ქართველი ფალავნები ამ შეჯიბრებისთვის „კარგად მოემზადნენ“ და შესაბამისი თადარიგიც დაიჭირეს, – მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ. რა გამოვიდა ამ საქმიდან, ვეტერანი ფალავანი ჯუმბერ დავლიანიძის მონაყოლით შეიტყობთ.

„ჩერნობილის ტრაგედია ახალი მომხდარია. მაშინდელმა სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობამ – „ნუ გეშინიათო” მსოფლიოს ყურადღების მისაქცევად ჩერნობილთან ახლოს დანიშნეს სსრკ თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, თან გაგვაფრთხილეს, რომ ყველა უმაღლესი კატეგორიის მსაჯს უნდა მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსაჯებსაც და ფალავნებსაც გამოიყვანდნენ ნაკრების შემადგენლობიდან.

მოსკოვშივე გაგვაფრთხილეს, რომ გომელში ონკანის წყლით არ გვესარგებლა, ქალაქში ნაკლებად გვემოძრავა და შხაპიც კი არ მიგვეღო. საშინელ დღეში ვართ. სერიოზულად გაგვაფრთხილეს, რომ შავი ღვინო მიგვეღო.

ჩვენც იოდიზირებული წყლით და შავი ღვინით „შეიარაღებულები” ჩავედით გომელში.

მიუხედავად გამაფრთხილებელი კონსულტაციებისა, დარბაზში სულ მალე თავბრუსხვევა და გულისრევა დაგვეწყო, ყველას. რამოდენიმე მონაწილე ასპარეზობასაც კი გამოეთიშა.

როგორც გაირკვა, დარბაზის შემინული მხრიდან რადიაცია გვასხივებდა. შემინულ მხარეს სქელი ფარდები ჩამოაფარეს და გვირჩიეს ტანზე იოდის უჯრედები გაგვეკეთებინა და „ცოტაოდენი ალკოჰოლიც” მიგვეღო. ჰოდა, ჩვენც შეჯიბრება კარგად გვარიანად (ქართველების „ცოტა” იცით) შეჭუკჭუკებულებმა ჩავატარეთ. ქვემძიმე წონაში პირველი ადგილი „შეზარხოშებულმა” ლერი ხაბელოვმა აიღო.

ჩვენ კი ალბათ პირველები ვიყავით, რომ ასპარეზობის დრო „ქეიფის” უფლება მოგვცეს და დისკვალიფიკაციაზე არც არავის გავხსენებივართ. არა, რაა ცუდი კაცმა რომ თქვას-რადიაციაში?“

ლერი ხაბელოვმა შორეულ გომელში პირველობა „შეზარხოშებულმა“ მოიგო, მისმა ახალგაზრდა კოლეგამ, ასევე ფალავანმა რამაზ ნოზაძემ კი პირველი სპორტული ჯილდო – 100 მეტრზე სირბილში დაიმსახურა.

„100 მეტრზე სირბილში  მართლაც ვერავინ მჯობდა. დასადასტურებლად ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ერთ-ერთ ადგილობრივ სპარტაკიადაზე დამაჯერებლად გავიმარჯვე და დამაჯილდოვეს კიდეც.

გახარებულმა, ჯილდო სპორტულ ჩანთაში ჩავდევი და მოვკურცხლე შინისკენ, რომ მშობლები გავახარო. ეზოს რომ მივუახლოვდი, დედაჩემი დავინახე.

– დედაა! – ვიძახი აღგზნებული ჩემპიონი და თავგამეტებით გავრბივარ მისკენ.

– რა იყო შვილო! – დედა მაინც დედაა და შეშინდა. – რა აყვირებს ასე შორიდანო.

– დედა, ძეგლი! ძეგლი, დედააა!

– რა ძეგლი, რის ძეგლი? – გაოცდა ქალი.

– ძეგლი მაჩუქეს დედაა, ძეგლიიი!

შეეშინდებოდა, აბა რა მოუვიდოდა, იმ პერიოდში თბილისში ლენინის და ორჯონიკიძის ძეგლების დემონტაჟი ხდებოდა. ახლა, ლენინის ძეგლს მე არავინ რომ არ მაჩუქებდა, მითუმეტეს სახლში ვერ მივიტანდი – მიხვდა, მაგრამ თადარიგი წინდაწინ დაიჭირა:

– სუუ, ჩუმად! რა გაყვირებს, არავინ გაიგონოს ბიჭო! რა ძეგლი გაჩუქეს, სადაა ძეგლი დედიკო, სიცხემ ხომ არ აგიწია?

– რა და, აი , ეს ძეგლი, წვალებით ამოვაძვრინე ჩანთიდან ნაჩუქარი „ჯილდო” პატარა, 200 გრამიანი ოლიმპიური ჩირაღდნიანი მორბენალი კაცის ბიუსტი.

– ეს ძეგლი არაა შვილო.

– არა, ძეგლია, ძეგლი! – ვიმეორებდი დაჟინებით“.

ლერი ხაბელოვი
გაზიარება26Tweet17Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12 თებერვალი, 2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026

რუსეთი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს "სარმატს" ანთავსებს

რომელ ქვეყნებს არ მიიწვევენ ნობელის პრემიის დაჯილდოების ღონისძიებაზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

ხანძარი სკოლაში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

14:22; 16.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026
სამართალი

მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა

13:19; 16.02.2026
საზოგადოება

“ცხედარს საშინელი წამების კვალი ეტყობა” _ უკრაინაში ოზურგეთელი მებრძოლი დაიღუპა

12:56; 16.02.2026
საზოგადოება

საკადრო ცვლილებები სუს-ში

12:48; 16.02.2026
საზოგადოება

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

12:11; 16.02.2026
საზოგადოება

„ქსელურების ბინძური თამაშის შედეგებს, დისტრიბუცია ტრადიციულ მარკეტებს უნაწილებს“_ ვნებათაღელვა ფასნამატზე გრძელდება

12:00; 16.02.2026
ზაფრანი

ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები – როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10:51; 16.02.2026
სამართალი

აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:40; 16.02.2026
ზაფრანი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:39; 16.02.2026
საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

10:21; 16.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:19; 16.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში დღეს გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ

10:16; 16.02.2026
ზაფრანი

ქმარი, ცოლი და ასტროლოგია   

10:13; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო