“გურია ნიუსს” დღის განმავლობაში გურიაში მცხოვრები არაერთი ადამიანი დაუკავშირდა.
სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათსაც.
როგორც მამათიდან ადგილობრივი მკვიდრი გვატყობინებს წყალმა წალეკა სოფლის გზა, დატბორა საკარმიდამო ნაკვეთები. მოთხრილია ხეები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.