ამ წუთებში სტიქიაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში _ ძლიერმა ქარმა მოთხარა ხეები და დააზიანა საცხოვრებელი სახლები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფაცურია და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან.