სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 32 წლის მამაკაცი დაიღუპა.
როგორც “გურია ნიუსს” სოფლის რწმუნებულმა განუცხადა, მოტოციკლი ბოძს შეასკდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ალექსანდრე ჯანჯღავას თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.