https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მოტყუებული“ სერგო ზაქარიაძე

14:59; 1.09.2024
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია “სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მსახიობების მიერ ნათამაშევი როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.

დღევანდელ წერილში ტრადიციულად სცენისა და ეკრანის მთავარი მომქმედი გმირების მორიგ “თავგადასავლებს” შემოგთავაზებთ.

ცნობილია ჟურნალ „ოგონიოკის” კორესპონდენტის ვადიმ სერგეევის მოგონებები სერგო ზაქარიაძეზე.

სერგოს არ უყვარდა ინტერვიუები. ჟურნალისტმა ასეთ ტაქტიკას მიმართა: ზაქარიაძეს სახლთან ჩაუსაფრდა. შინიდან გამოსულს უკან აედევნა. მსახიობი „დინამოს” სალაროებთან მივიდა. ჟურნალისტიც უკან ამოუდგა, ასე რომ, მათი ადგილებიც გვერდიგვერდ მოხვდა. იმ დღეს მთელი სტადიონი გუგუნებდა. სერგოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სლავი ახალგაზრდა, რომელიც ქართველ ფეხბურთელთა ყოველი შეტევის წამოწყებაზე ემოციას ხმამაღლა გამოხატავდა.

– ბიჭოს, რა ხდება? – უკითხავს გაკვირვებულ სერგოს მისთვის, – რუსი ხარ და ქართველებს გულშემატკივრობ?

– კი! – უპასუხია ვადიმს, – ქართველების თამაშზე ვგიჟდები და საერთოდ, ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა.

გადარეულა სერგო, ამისთანა კაცი უპატივცემულოდ როგორ გაგიშვაო, თან იმ დღეს ჩვენებს მოუგიათ… და რუს „გულშემატკივარს” ხელი ჩაავლო ზაქარიაძემ, ჩემთან გეპატიჟებიო. რაღა თქმა უნდა, სიხარულით გაჰყვა ვადიმი თავის „მოუხელთებელ” რესპონდენტს.

რაზე აღარ ილაპარაკეს სტუმარმა და მასპინძელმა, საქართველოზე, ფეხბურთზე, რუსებისა და ქართველების ურთიერთობაზე, კინოზე, თეატრზე, ნადირობაზე… ჭკუაზე არ იყო „ოგონიოკის” ჟურნალისტი, ეხუმრებით საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის ასეთ გულწრფელ სიტყვა-პასუხს?! ჰოდა, წასვლის წინ ვადიმმა დალოცა ზაქარიაძეების ოჯახი და თქვა: საყვარელო კაცო, არ მიწყინოთ, თუკი დღევანდელი დღის ამსახველ რეპორტაჟს „ოგონიოკის” ფურცლებზე ნახავთო. სერგომ მოჭმუხნილი წარბები გაშალა, ჯერ გაეღიმა, მერე კი კარგა გვარიანად გადაიხარხარა. ჟურნალისტმა იმ მასალაში პრემია აიღო და დღემდე მიიჩნევს, რომ საუკეთესოა მათ შორის, რაც კი დაუწერია.

რამაზ ჩხიკვაძე ქვემოთ მოყვანილ კურიოზს ხშირად ყვებოდა.

„ეროსი მანჯგალაძე დიდებულად უთავსებდა ერთმანეთს მსახიობობასა და კომენტატორობას. ერთხელ ისე მოხდა, რომ „დინამოს“ საფეხბურთო მატჩი დღის 3 საათიდან საღამოს 6 საათისთვის გადაიტანეს, არა და საღამოს 7 საათზე ერთსაათიანი საბავშვო სპექტაკლი უნდა გვეთამაშა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აკაკი ხორავამ უარი უთხრა ეროსის დუბლიორის სპექტაკლში დაყენებაზე. ტელერადიოკომიტეტში კი, რომელსაც ბატონი კაკო ძიძიგური ხელმძღვანელოდა, ეროსის დუბლიორი არ ჰყავდა.

– ბატონ კაკო ძიძიგურს ვერ ვუღალატებო, – მითხრა ეროსიმ და სპექტაკლის გაცდენა გადაწყვიტა, რის გამოც, მას ხორავა თეატრიდან დაითხოვდა.

თეატრში ერთი „გუგულა“ გვყავდა, რომელიც სპექტაკლებში ნაკლებად იყო დაკავებული. სამაგიეროდ, დიდებული იმიტატორი იყო. განსაკუთრებულად კარგად ეროსის რადიორეპორტაჟებს ბაძავდა და შევთავაზე, ის დაესვა, ინკოგნიტოდ სტადიონზე საკომენტატორო ჯიხურში ეროსის მოეწონა ჩემი აზრი. გუგულა სიამოვნებით დაგვთანხმდა და ჩვენც ის ჯიხურში დავსვით, სპექტაკლზე გავქანდით. ვითამაშეთ სპექტაკლი, თეატრიდან ჩემი მანქანით პირდაპირ ტელერადიოკომიტეტში წავედით, რომ „სტადიონიდან“ დაბრუნებულ ეროსის ჟურნალში აღნიშვნა გაეკეთებინა, რადგან მაშინ ასეთი წესი იყო. ამ სიჩქარეში, თამაშის ანგარიშიც კი არ გაგვიგია და როგორც კი, ბატონ კაკოს კაბინეტისკენ გავემართეთ, ის თვითონ გამოვიდა იქიდან. ეროსი რომ დაინახა, შეცბა. შემდეგ ჩაეცინა და უთხრა:

– მოხვედი, ეროსი?

– დიახ, ბატონო კაკო. გამოვიქეცი, როგორც კი რეპორტაჟი დავასრულე. საღამოს რეპეტიცია მაქვს. ჟურნალში ხელს მოგიწერთ და წავალო.

კაკო ძიძიგურმა თავის კაბინეტში შეგვიყვანა და სავარძლებში დაგვსვა. შემდეგ რადიო ჩართო და სწორედ ამ დროს იღრიალა გუგულამ ეროსის ხმით: „არის, არის, „დინამო“ ერთით ნულს იგებს!..“

– აბა, აქ ხარ, თუ იქ? – ირონიით იკითხა ბატონმა კაკომ და ხელი რადიოსკენ გაიშვირა.

მთელი კურიოზი კი ის იყო, რომ თამაში თასზე იყო. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა… კაკო ძიძიგურს სიტყვიერი შენიშვნაც კი არ მიუცია ეროსისთვის და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

გია დანელია შემდეგ „სახალისო“ ამბავს ხშირად იხსენებდა.

„მიმინოს“ ერთ-ერთი ეპიზოდი უნდა გადაგვეღო და საამისოდ სასტუმრო „როსიას“ მე-14 სართულზე ნომერი გვქონდა დაჯავშნილი. ეპიზოდში ფრუნზიკ მკრტიჩიანი, ბუბა და ლეონიდ კურავლიოვი მონაწილეობდნენ. რადგან ბუბას ტვინის შერყევა ჰქონდა, გადავწყვიტე, ჯერ ფრუნზიკა და კურავლიოვი გადამეღო და ბუბას მოგვიანებით ჩავსვამდით კადრში. ამიტომ, მკრტიჩიანი „როსიაში“ გავუშვი და ვუთხარი – კურავლიოვი წაიყვანე და რეპეტიცია დაიწყეთ, ხოლო, რომ მორჩებით, მანქანაში დამირეკე და მოვალთ-მეთქი. ამ პერიოდში მოსკოვის მილიციის უფროსმა თავისი ტელეფონიანი „ვოლგა“ მათხოვა და რადგან ბევრს ვმოძრაობდი, იქ მირეკავდნენ და მეც იქიდან ვრეკავდი ხოლმე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, არ გასულა ერთი საათიც, რომ მოსკოვში ხმა გავრცელდა, სასტუმრო „როსია“ იწვისო. მილიციის „ვოლგით“ იქ გავვარდი, რადგან ჩემი მსახიობები იქ მეგულებოდნენ. აკრძალულ ზონაშიც უპრობლემოდ შემიშვეს, რადგან „მურის“ უფროსის მანქანით ვიყავი და რომ გადმოვედი და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, ვიღაც პოდპოლკოვნიკმა „ჩესტი“ ამიღო და მომახსენა:

– სასტუმროს მეცამეტე სართულზე ხანძარი გაჩნდა და მსხვერპლიცააო…

ის იყო, თავში ხელები უნდა შემომერტყა, რადგან მკრტიჩიანი და კურავლიოვი მე-14 სართულზე იყვნენ, რომ „ვოლგაში“ ტელეფონმა დარეკა. რომ ვუპასუხე, მკრტიჩიანმა მითხრა:

– გიორგი ნიკოლაევიჩ, მე და კურავლიოვი ინტენსიურ რეპეტიციებს გავდივართ „როსიას“ მეთოთხმეტე სართულზე და კიდევ ორი საათი დაგვჭირდებაო…

მივხვდი, რომ ფრუნზიკა მატყუებდა და სხვაგან იყო. გულზე მომეშვა და ვკითხე:

– ხომ არ გცხელათ-მეთქი?

– კი. შემოქმედებითადო, – მიპასუხა ფრუნზიკამ და სანამ რამეს ვეტყოდი, ტელეფონი გათიშა.

სამწუხაროდ, მე-13, მე-14 სართულებზე ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ფრუნზიკა და კურავლიოვი კი ასევე, ცნობილმა მსახიობმა საველი კრამაროვმა გადაარჩინა სიკვდილს. მან ისინი ქალებში დაპატიჟა და როდესაც „როსია“ იწვოდა, ისინი ქალებში „გულაობდნენ“.

ცნობილმა მსახიობმა ოლეგ ბასილაშვილმა ერთხელ დიდი შიში განიცადა.

„ერთ-ერთ ფილმში ახალგაზრდა იარაღის ინჟინერ-კონსტრუქტორის როლი უნდა შემესრულებინა და ეს სახე რომ კარგად მომერგო, ორიოდ კვირით სამუშაოდ იარაღის გამოსაცდელ საამქროში მომაწყვეს. თანაც, ისე, რომ მხოლოდ ქარხნის დირექტორმა იცოდა, ვინ ვიყავი, დანარჩენებისთვის კი, ახალბედა კონსტრუქტორი გახლდით.

ოთახში რვანი ვმუშაობდით. თითოეულს საკუთარი მაგიდა და სკამი გვქონდა. უზარმაზარ სეიფში კი საბრძოლო იარაღების ნიმუშები ინახებოდა. შუადღის შემდეგ, შესვენებისას, თანამშრომლებმა მაგიდები შეაერთეს, სუფრა გაშალეს და მეც მიმიწვიეს. შუა ჭამის დროს ერთ-ერთ თანამშრომელს მივაჩერდი, რომელიც „ლიმონკას“ ათამაშებდა ხელში. ხან მოხსნიდა რგოლს, ხან გაუკეთებდა. ეს კი ძალიან საშიში იყო. თქმა დავაპირე, შეენახა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა და მომერიდა. უკვე სადილს ვამთავრებდით, რომ მან კვლავ მოხსნა რგოლი, რომელიც ხელიდან გაუვარდა და მაგიდის ქვეშ შეგორდა. მან დამცავმოხსნილი „ლიმონკა“ მაგიდაზე დადო, თვითონ კი მაგიდის ქვეშ შეძვრა რგოლის გამოსაღებად. მე გავშრი, რადგან რამდენიმე წამში „ლიმონკა“ აფეთქდებოდა. ამიტომ, ფეხზე წამოვხტი და სანამ „ჩემს ბედზე“ ღია ფანჯარაში გავფრინდებოდი, ვიღრიალე: ვიღუპებით, თავს უშველეთ-მეთქი…  შემდეგ, პირველი სართულის ფანჯრიდან რაკეტასავით გავფრინდი, თან აფეთქების ხმას მივაყურადე. თუმცა, აფეთქება არ მომხდარა. თავი რომ ავწიე და ზემოთ ავიხედე, ფანჯრიდან შვიდი მოხარხარე ადამიანი მიყურებდა… დეტონატორს, თურმე, ნემსა ჰქონია ამოცლილი და ლაბორატორიის თანამშრომლები ასე ნათლავდნენ ახალბედა თანამშრომლებს.

გენიალური ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის მეუღლე, ქალბატონი მზია მახვილაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა.

„ომისა და უბედურების მიუხედავად, ჩემი და თენგიზის ახალგაზრდობა საოცრად რომანტიკული და მხიარული იყო. სკოლა, თეატრალური ინსტიტუტი, დადგმული და ნათამაშები სპექტაკლები, ღუმელში დამწვარი კუნძის სურნელი… ერთი სიტყვით, ბრწყინვალე პერიოდი იყო…

ერთ გაზაფხულზე, არდადეგების შემდეგ, თენგიზი მოსკოვში უნდა წასულიყო. თვითმფრინავის ბილეთი ხუთ რიცხვში ჰქონდა  აღებული. შაბათი დღე იყო და მინდოდა, ჩემთან დარჩენილიყო და შევუჩნდი: დარჩი, ორშაბათს გაფრინდი და პირდაპირ ლექციაზე მიხვალ-მეთქი. თენგიზი დარჩა და ბილეთი ორშაბათისთვის გადაცვალა. თვითმფრინავი კი, რომლითაც თენგიზი შაბათს უნდა გაფრენილიყო, ჩამოვარდა… მახსოვს, ამან ძალიან იმოქმედა თენგიზზე, თითქოს ბედისწერა შეიგრძნოო. თენგიზს მტერი არ ჰყოლია და არც თვითონ იყო ვინმეს მტერი. ალბათ, ამან გადაარჩინა. მე კი ღვთის ნება შევასრულე. სწორედ ღმერთის ნება იყო ისიც, რომ თენგიზმა იარა საკუთარი გზით – სწორი და კარგი გზით, რადგან სხვანაირად არ შეეძლო…“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026

„ამერიკაში სტუმრობა“

„ჩემი გაჭირვებაც მეყოფა!“

ყველა სიახლე

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12.02.2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12.02.2026
საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12.02.2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12.02.2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12.02.2026
სამართალი

უკანონოდ გასაღებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა – ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

19:03; 12.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12.02.2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12.02.2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12.02.2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026
პოლიტიკა

როგორ გადანაწილდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები – მინისტრის განმარტება

15:56; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო