ტელეკომპანია “პირველის” მიერ გასაჯაროებულ, დეპუტატ არჩილ ხაბაძის ფარულ ჩანაწერზე, რომელშიც იგი პოლიტკოსების ბიზნესინტერესებზე საუბრობს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გასულ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე კომენტარი არ გააკეთა.
მთავრობის მეთაურმა მაშინ აღნიშნა, რომ ჩანაწერი არ ჰქონდა მოსმენილი და შესაბამისად, ვერაფერს იტყოდა.
გუშინ, ბახტაძის გურიაში ვიზიტისას, “გურია ნიუსი” დაინტერესდა მოუსმინა თუ არა პრემიერმა ჩანაწერს და როგორ აფასებს დეპუტატის განცხადებას.