“მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ ავიცრათ. აცრა, პირველ რიგში, დაგიცავთ თქვენ, მეორე – აცრა დაიცავს თქვენს ირგვლივ მყოფებს”, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აეროპორტში, აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის დახვედრისას განაცხადა.
“მილიონნახევარი კიდევ სხვა ვაქცინაა ქვეყანაში, რომელსაც ასევე, კარგი დამცველობითი უნარი აქვს ყველაზე მძიმე გართულებებისაგან, როგორიც არის ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, სიკვდილიანობა. ამიტომ, უკვე სამნახევარი მილიონი ვაქცინის მარაგი იქნება ქვეყანაში, მომავალი ორი თვის განმავლობაში. ყველამ ვეცადოთ, მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ ავიცრათ. აცრა, პირველ რიგში, დაგიცავთ თქვენ, მეორე – აცრა დაიცავს თქვენს ირგვლივ მყოფებს და ყველა თქვენს მეგობარს. ასე რომ, არ გაავრცელებთ ინფექციას”, _ განაცხადა გამყრელიძემ.