ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ცესკოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ისინი არჩევნების ხელახალ ჩატარებას ითხოვენ.
“არჩევნების დღიდან გავიდა ათი დღე. ამ ათი დღის განმავლობაში ჩართული მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რაც მთავარია საქართველოს ამომრჩეველი აპროტესტებდა კონსტიტუციის ძირითადი პრინციპის, ფარულობის დარღვევას, ეს კი კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა სასამართლოს გადაწყვეტილებამ, ამიტომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციური წევრები მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სასწრაფო წესით მოიწვიოს კომისიის სხდომა, სადაც არჩევნები არ ჩატარებულად იქნება გამოცხადებული და მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას,” –„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში, დავით კირთაძემ.