“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ბატონი ირაკლი ჩხვირკია დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, ხელისუფლებისათვის მიუღებელ აზრთა ხმამაღლა გამოთქმისათვის, რაც ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. მოვითხოვ ამ პიროვნების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას”, _ წერს შალვა ნათელაშვილი.