ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ვითარება ისევ დაძაბულია _ ბათუმიდან ადგილობრივი მუსლიმი მრევლის მხარდასაჭერად ჩამოსული ახალგაზრდები, რომლებიც სოფლის ცენტრისკენ მიემართებოდნენ, პოლიციამ შეაჩერა.
“მოვითხოვთ გურიის გუბერნატორთან და მერთან შეხვედრას. პრობლემა, რომელიც ამ წუთას დგას, უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად”, _ ამბობენ ისინი.