ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსების მხრიდან ქალაქ ოლევინკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობას Twitter-ზე გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო.
ედგარ რინკევიჩი ევროკავშირში რუსეთს მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვა მოითხოვა.
,,ვგმობ ელენოვკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების ძალადობრივ მკვლელობებს და რუსი სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა დანაშაულებს.
ევროკავშირმა რუსეთი უნდა განიხილოს როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ევროკავშირს აკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს, დონეცკში, ოლენივკას გამოსასწორებელი კოლონიის ყოფილ შენობაზე თავდასხმა მოხდა. შედეგად ციხე, რომელშიც აზოვსტალის ქარხნიდან ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ, განადგურდა. დაიღუპა სულ მცირე 53 უკრაინელი, დაშავდა 75-ზე მეტი.
რუსეთი აცხადებს, რომ ოლენივკას ციხეზე დარტყმა უკრაინის არმიამ ამერიკის მიერ მიწოდებული სარაკეტო სისტემით ,,HIMARS“ თავად განახორციელა. უკრაინის არმია კი აცხადებს, რომ იმ არეალში სარაკეტო ცეცხლი არ გაუხსნია და პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.
ავტორი