ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 10 საჩივარია შესული.
„ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი, რომელსაც შესაბამისი კომისიები კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი აწარმოებდა ამომრჩევლების აღრიცხვას და გარკვეული მონაცემების დამუშავებას, მათ შორის, ელექტრონულადაც. მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან“, _ აცხადებენ ცესკოში.