ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ამერიკის საელჩო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პლურალისტური მედიის არსებობა მნიშვნელოვანია.
“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა, ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა.
პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის.
ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური,” – ნათქვმია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.