„მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ზოიძეს, გამოვიდეს ოთახიდან, ავიდეს სოფლებში, გაეცნოს პრობლემებს და იზრუნოს მის მოგვარებაზე, ისეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, როგორიც არის სასმელი წყალი”, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ლაშა კომახიძემ.
„2014 წლიდან დღემდე ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებში დაიხარჯა 30 მილიონ ლარზე მეტი და სამწუხაროდ რეაბილიტაციის შემდეგ უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე იყო მანამდე.
აბსოლუტურად ყველა სოფელში და განსაკუთრებით ზაფხულში, არის წყლის შეწყვეტის პრობლემა და ხშირად, კვირაობით სოფლები რჩება საერთოდ წყლის გარეშე, ასევე არის წყლის ხარისხის პრობლემა, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ ორ სოფელში, მუხაესტატეს და ბობოყვათში, წყალს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რის შემდეგაც დადგინდა რომ წყალში არის ფეკალური მასები გარეული და სასმელად უვარგის, გამოიწვევს ადამიანების მოწამვლას…თუმცა, ეს პრობლემები დღემდე ისევ მოუგვარებელია. ასევე საყურადღებოა მრავალწლიან ტენდერებში, ხშირად ერთი და იგივე კომპანიების გამარჯვება, რაც იმთავითვე აჩენს ეჭვს რომ ტენდერები ცხადდება დაინტერესებულ პირებზე წინასწარ მორგებული პირობებით.
სამწუხაროდ იხარჯება დიდი თანხა ბიუჯეტიდან, თუმცა მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების მიერ “ატკატების” და კორუფციული გზების დამსახურების გამო, სამუშაოები სრულდება უხარისხოდ, ხოლო დოკუმენტურად ხდება ამ უხარისხო სამუშაოების ჩაბარება და პრობლემა რჩება პრობლემად.
მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ზოიძეს, გამოვიდეს ოთახიდან, ავიდეს სოფლებში, გაეცნოს პრობლემებს და იზრუნოს მის მოგვარებაზე, თორემ უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება მხოლოდ დიდ ძალი ფული ნაშოვნი და არა ხალხის სასარგებლოდ ნაკეთები საქმეები,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.