“ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ უმრავლესობას, არ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს ეს კანონი,” – ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს საკითხებში მომხსენებლები, კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) ავრცელებენ და ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანებიან.
“ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვან მოსაზრებაში გახმოვანდა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის შედეგად შედგა. შესაბამისად, ჩვენ მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და ეს კანონი გაიწვიონ, რისი რეკომენდაციაც ვენეციის კომისიამ გასცა,” – წერია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ “ასამბლეა 2024 წლის 24 მაისს ვილნიუსში მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე გამართავს მიმდინარე საკითხებზე დებატებს საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ.”