https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება”

19:10; 4.12.2021
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ეუთო-ს 28-ე მინისტერიალზე ერთობლივი განცხადება მიიღო.

ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა და ასევე, გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის გამო.

ერთობლივი განცხადების ავტორები რუსეთს მოუწოდებენ, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი განცხადებაში ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს მიმართავს და მოუწოდებს, მიიღონ გადაწყვეტილება, საქართველოში ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი მისიის აღდგენის თაობაზე, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობაც ექნება და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შეუფერხებლად შეძლებს ფუნქციონირებას.

„1. წინამდებარე განცხადება კეთდება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით.

2. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

3. საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან ცამეტი წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის გამო და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემის საფუძველზე.

4. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი მკაფიო ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, შეასრულოს ვალდებულებები, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე შეუფერხებელი წვდომის თაობაზე და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

5. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ღრმა შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის სამხედრო წვრთნებისა და მიმდინარე სამხედრო ყოფნის გამო.

6. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ნაბიჯებს, რაც როგორც ჩანს, გამიზნულია საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენისკენ, ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე და საქართველოს სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში მიერთებისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აღნიშნული პროცესი. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმიანობით და ასევე საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებით, როგორც დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯით. ჩვენ ვგმობთ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ 2021 წლის არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას.

7. ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს, მათ შორის მის დასკვნებს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს რეგიონებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ეფექტურ კონტროლს, მათ შორის, მისი სამხედრო ყოფნის გზით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევით, აწამა ქართველი სამხედრო ტყვეები; თვითნებურად დააკავა და მოკლა ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეები; პასუხისმგებელი იყო მათდამი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე; აღკვეთა ეთნიკური ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნება; ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ვერ ჩაატარა გამოძიებები სამოქალაქო პირების მკვლელობის ფაქტებზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, მისცეს იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საშუალება.

8. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციისა და ძალადობის, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლებასთან, განათლებასთან, საცხოვრებელთან და ქონებასთან დაკავშირებული უფლებების უხეში დარღვევების, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების განადგურების გამო. მოვუწოდებთ მათ, ვინც ახორციელებს კონტროლს, უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი წვდომა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ვგმობთ გადაწყვეტილებას, აფხაზეთის რეგიონის ეთნიკურად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის სკოლებში, ქართული ენის რუსულენოვანი სწავლებით ჩანაცვლების შესახებ.

9. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების, ასევე, სხვა ხელოვნური ბარიერების მონტაჟისა და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებული ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დახურვის გამო. იზოლაციამ და მუდმივმა შეზღუდვებმა გადაადგილების თავისუფლებაზე, ადგილზე ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვია და სერიოზული ზემოქმედება მოახდინა კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობასა და ჰუმანიტარულ პირობებზე, განსაკუთრებით კი, ახალგორში, სადაც, ანგარიშებზე დაყრდნობით, ადგილობრივი მოსახლეობა განიცდის მედიკამენტებისა და საკვების დეფიციტს, და არ ეძლევათ წვდომა პენსიასა და სიცოცხლისთვის აუცილებელ საჭიროებებზე, მათ შორის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელმისაწვდომ ჯანდაცვის უფასო მომსახურებაზე. აღნიშნული ქმნის ახალგორის რაიონის შემდგომი დეპოპულაციის რისკს.

10. ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებულნი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მიმდებარედ მიმდინარე თვითნებური დაკავებებით და მოვითხოვთ ირაკლი ბებუასა და თვითნებურად დაკავებულთა დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

11. ჩვენ ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობას და მოვუწოდებთ რუსეთს, აღმოფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება, დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად. ამ კონტექსტში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს საქართველოს პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია დაუსჯელობის აღმოფხვრა; ამასთან, აღვნიშნავთ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას.

12. ჩვენ დადებითად აღვნიშნავთ აფხაზეთის რეგიონში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, რამაც COVID-19 პანდემიის პირობებში, ადამიანთა სიცოცხლე გადაარჩინა. ჩვენ ასევე პოზიტიურად ვაფასებთ, მიმდინარე წელს ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ხელახლა გახსნას ენგურის ხიდზე. მოვითხოვთ, სრულად განახლდეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გადასასვლელები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, და ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი ნაბიჯი ხელს შეუწყობს COVID-19 პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების შემსუბუქებას.

13. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს (GID), როგორც მნიშვნელოვან ფორმატს რუსეთ-საქართველოს გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული გამოწვევების მოსაგვარებლად. მოხარულნი ვართ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, გლობალური პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ოთხი შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პროგრესის აუცილებლობას მოლაპარაკებათა ძირითად საკითხებზე, მათ შორის, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველყოფა, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ასახვას, რათა ხელი შევუწყოთ ადგილზე საყოველთაო და მდგრად მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

14. გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმართ და ხაზს ვუსვამთ მათ მნიშვნელოვან როლს, კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისა და ადგილზე ადამიანების უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით დასახმარებლად. გამოვხატავთ დიდ შეშფოთებას გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ხანგრძლივი შეჩერების გამო და მოვითხოვთ მის განახლებას, შემდგომი შეფერხებისა და წინაპირობების გარეშე, ძირითადი წესების სრული დაცვით.

15. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ურყევ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ რუსეთს, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას თავისი მანდატის სრულად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველყოფის გზით.

16. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, აამოქმედოს მრავალმხრივი პროცესი ყოვლისმომცველი სახის „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავების მიზნით და დაიწყოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული განხილვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაშორიშორებულ თემებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ აქტიურ მუშაობას შერიგებისა და ჩართულობის პროგრამებზე და მზად ვართ დახმარებისათვის.

17. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო-ს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისკენ. ვწუხვართ 2009 წელს საქართველოში ეუთო-ს მისიის დახურვის გამო და მოვუწოდებთ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ გადაწყვეტილება აღდგეს საქართველოში ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი მისია, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობაც ექნება და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შეუფერხებლად შეძლებს ფუნქციონირებას. მისიის აღდგენა მნიშვნელოვნად განამტკიცებს ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში, ასევე ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა განხორციელებაში.

18. საქართველოს მეგობართა ჯგუფი განაგრძობს კონფლიქტისა და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

 

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო – ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიჩნევს, რომ საქართველო დისტანციაზე უნდა ჰყავდეს

10:04; 10 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8 თებერვალი, 2026

ლანჩხუთსა და ოზურგეთს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკა გადაეცემა

შეხვედრა

ყველა სიახლე

სამართალი

დაშავებულები 31 და 39 წლის არიან – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ ავარიაზე

22:13; 10.02.2026
სამართალი

ავარია სამტრედიაში _ არიან დაშავებულები

21:49; 10.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

19:12; 10.02.2026
საზოგადოება

“დღეს უსაფრთხო აღარაფერია – მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება”- თორნიკე მიგინეიშვილი

18:09; 10.02.2026
საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრემიერ-მინისტრს სამთავრობო კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

17:56; 10.02.2026
საზოგადოება

დაზიანებული ხიდებიდან ტენდერებამდე: რა ეტაპზეა ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებული სოფლების დახმარების პროცესი

17:45; 10.02.2026
საზოგადოება

სს “წყალი მარგებელი” აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურებაზე ნაბეღლავის ქარხანაში

17:37; 10.02.2026
საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

16:57; 10.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:43; 10.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

16:21; 10.02.2026
ფინანსები

თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს”

14:14; 10.02.2026
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა”

13:06; 10.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12:21; 10.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ამოტრიალდა

11:47; 10.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო