ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.
“2022 წლის 24 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ – უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.
ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი”,_ ნათქვამია განცხადებაში.