ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე – ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ.-ს საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარდგა. სასჯელის დანიშვნის სხდომა კი 22 მაისს გაიმართება.
დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში დააკავეს. მოგვიანებით ის 5000-ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არასრულწლოვანს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.