სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების – გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძისმოსმენა გაგრძელდება.
საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის გაცხადებით, გუშინ შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გარკვეულ კითხვებზე პასუხები გასცეს, თუმცა, მისივე თქმით, კითხვის ნიშნები კვლავ რჩება.
„თქვენ გახსოვთ, რომ თავიდან იყო მთავარი კითხვები, ეს შეეხებოდა ფარდულის დანგრევას, გაღუნულდანას, სუბელიანს, ამასთან დიდი წილი კითხვების პრაქტიკულად გაცემულია. ახლა სხვა კითხვის ნიშნებია, რაზეც ასევე ამომწურავი პასუხები უნდა მივიღოთ, გამომძიებლები იქნებიან ესენი თუ პროკურორები“, – განაცხადა საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ.