საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვას განაგრძობს. სასამართლოზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მოწმეებს დაკითხავენ. პროცესი თითქმის ორი საათია მიმდინარეობს.
ბრალდების მხარის განცხადებით, ისინი დღეს სასამართლოზე 5 მოწმეს წარადგენენ, რომლებიც პროკურორის, ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, პირდაპირი მოწმეები არიან, თუმცა არა თვითმხილველები, მათ შორის იქნება სამართალდამცველი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა.
მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატისთვის ისევ მნიშვნელოვანია ექსპერტიზების დასკვნები, რომლებმაც უნდა გასცეს შეკითხვებზე პასუხი, მათ შორის დადგინდეს თუ რამდენი დანით აქვს გარდაცვლილებს ჭრილობები მიყენებული.
„თუ დადგინდება, რომ მიყენებულია 3-4-5 დანით ჭრილობა, ჩვენი აზრით, უტყუარად დაგინდება, რომ არა ორმა ადამიანმა, არამედ გაცილებით მეტმა პირმა სხეულების დაზიანებები ამ კონკრეტულ პიროვნებას,“- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.