წყალტუბოში, სოფელ ლეხიდრისთავში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც “გურია ნიუსს” სოფლის დეპუტატმა, სერგო კირკიტაძემ განუცხადა, 15 წლის მოზარდი მდინარის ნაპირას სურათის გადასაღებად ჩავიდა და ფეხი დაუცდა.
“ქუთაისიდან მიდიოდა ოჯახი და მდინარესთან შეისვენეს. მოზარდი მდინარის პირას სურათის გადასაღებად ჩავიდა და ფეხი დაუცდა. სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს”, _ აცხადებს კირკიტაძე.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით, 4 საათზე მოხდა.