მარტვილში, სოფელ სალხინოში, 15 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.
ადგილობრივების თქმით, ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ველოსიპედით გაადგილდებოდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.
უწყების ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი