საფრანგეთში მფრინავი ფოსტალიონები გამოჩნდება – მთაგორიანი პროვინციის, ოვერნის საფოსტო სამსახური აცხადებს, რომ მოქალაქეებს გაზეთები დაურიგდება რადიომართვადი საფრენი აპარატების საშუალებით.
ამჟამად 20 ფოსტის მუშაკი 20 უპილოტო “მფრინავი ფოსტალიონის” საშუალებით რეგიონში გაზეთების დარიგების ოპტიმალური სქემის ტესტირებას ახდენს.
მართვა კი ჩვეულებრივ მობილურ “აიპოდებში”, “აიფონებსა” და “ანდროიდებში” ჩატვირთული სპეციალური პროგრამის მეოხებით ხდება.
ოვერნის საფოსტო სამსახური აცხადებს, რომ იდეა მთაგორიანი რელიეფის პირობებში მეტად მომგებიანია, რადგან უპილოტო საფრენი აპარატისთვის არც ძნელად მისადგომ ადგილებამდე მიღწევაა ძნელი და არც ავი ძაღლებისა შეეშინდება.