საგანგებო სიტუაციების მართვის სამთო მაშველებმა სტეფანწმინდაში, მყინვაწრვერიდან 1960 წელს დაბადებული ბულგარეთის მოქალაქე ჩამოიყვნეს. მან ლაშქრობისას ქვედა კიდურების დაზიანება მიიღო. დაშავებული 3 200 მეტრზე იმყოფებოდა. მამაკაცი ყაზბეგის სამთო-სამაშველო ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. საგანბებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved