საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სტეფანწიმნდაში, მყინვარწვერიდან, რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს.
1969 წელს დაბადებულ მამაკაცს მყინვარწვერზე (ზღვის დონიდან 4300 მეტრი) ლაშქრობისას მეხი დაეცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.