ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში მოხდა.
მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.