ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილზე გახორციელებული ფიზიკურ შეურაცხყოფასა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე თავდასხმის ფაქტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ეხმაურება.
ნონო წოწორია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიაზე ამახვილებს ყურადღებას:
“მხოლოდ სახელმწიფოს აქვს უფლება გამოიყენოს ლეგიტიმური ძალა, რაც ასევე გულისხმობს, რომ გადამეტების შემთხვევაში უნდა არსებობდეს პასუხისგების მექანიზმები.
სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ ეროზიაზე მიუთითებს სიტუაცია, როცა სხვადასხვა ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობა არათუ დასჯილი, არამედ წახალისებულია; ხოლო მსაჯულის როლს სასამართლოს ნაცვლად რელიგიური ინსტიტუტები ასრულებენ. ამ ყველაფერს არც კანონის უზენაესობას და არც დემოკრატიასთან საერთო არ აქვს.
სრული მხარდაჭერა ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს და რუსთავი 2-ის ჟურნალისტს დავით ერაძეს!”, – წერს წოწორია.