The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ამერიკელ მსახიობ ტიმოთი ჰატონს და მის ერთ-ერთ მეგობარს მოდელი სერა ჯონსონი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
სერა ჯონსონის მტკიცებით, შემთხვევა ფილმ „ყინულის კაცის“ გადაღებების დროს მოხდა 1983 წელს და მაშინ 14 წლის იყო.
როგორც ჯონსონი ამბობს, ჰატონმა ის და მისი კლასელები სასტუმროს ნომერში დაპატიჟა, სადაც მსახიობმა და მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ჯონსონი გააუპატიურეს.
ჰატონი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ჯონსონს არასოდეს შეხვედრილა.