“პუბლიკას” ინფორმაციით, მსახიობი ანა ტყებუჩავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა.
მსახიობს შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 იანვარს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
ანა ტყებუჩავამ 22 იანვრის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას არ მოუსმენია სამართალდამცველებისგან რამე გაფრთხილება და ახლომდებარე კაფედან გამოსული შეუერთდა სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც რუსთაველზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი ჰქონდათ.
მისი თქმით, როგორც მსახიობი, რომელსაც საზოგადოება იცნობს, პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ქმედებებს და ცდილობს, ისეთი არაფერი გააკეთოს, რაც სხვებისთვის ცუდი მაგალითი იქნება.
































































