თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლისა გარდაიცვალა. მიზეზი ავადმყოფობა გახდა.
გურანდა გაბუნიას 20-მდე ქართულ ფილმში სხვადასხვა როლი აქვს შესრულებული. სხვადასხვა დროს ის მარჯანიშვილის, რუსთაველის და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი იყო.
გურანდა გაბუნია საქართველოს სახალხო არტისტის წოდებას ფლობდა. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქეც გახდა. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
გურანდა გაბუნიამ 1960 წელს საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.
გურანდა გაბუნია ცნობილი ქართველი მსახიობის – ოთარ მეღვინეთუხუცესის მეუღლე იყო.