გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი მარინა ჯანაშია , _ ამის შესახებ ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოება იუწყება.
მარინა ჯანაშიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1971 წელს.
1968-1980წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1980 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1988 წლიდან კვლავ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მონაწილეობდა სპექტაკლებში: “ანტიგონე”, “გუშინდელნი”, “რომეო და ჯულიეტა”, “ბერნარდა ალბას სახლი”, “ქალის ტვირთი”, “ტარტიუფი”, “ოტელო”, “ევრიპიდე”, “წელიწადში ერთხელ”, “კავკასიური ცარცის წრე”, “თოლია”, “კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე”, “ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ”; “მოხუცი ჯამბაზები”.
მხატვრულ ფილმებში: “ნუცა”, “დოკერი”, “დილის ნისლივით”, “კუკარაჩა”, “მარადისობის კანონი”, “ხიდი”, “გზის დასაწყისი”, “მარტოხელა მონადირე”, “ცოდვის შვილები”, “ევრიდიკე”, “დინოზავრის კვერცხი” და სხვა.; სატელევიზიო სპექტაკლებში: “თეთრი კურდღელი” (სიდონია), “მე შენ მიყვარხარ” (თეა); მიწვეული იყო თეატრებში: “ვერიკო”, “სამეფო უბნის თეატრი”. 2000 წელს კიშინოვის ფესტივალზე მიიღო პრიზი ოქროს “იონი”. კინოსა და თეატრის მსახიობი.