სოცლიალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რიკოთის ახალი ავტობანი, ხარაგაულში, სოფელ ძირულაში, უხარისხო სამუშაოების გამო ჩამოიშალა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:
გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით.
ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.
სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ.