ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე სოციალური ქსელში წერს, რომ დაბა ნასაკირალში გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე ვერ მიდის დიდთოვლობის გამო.
“როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ 15 ერთეული ტექნიკა ჰყავთ, მაინც, არ არის საშველი. ეს არის ტყუილი. მშობიარე ქალი გვყავს დაბა ნასაკირალში და ჯერ არ გამოჩენილა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ახლა ადამიანები თავისი ძალით წმედნენ გზას, რომ სასწრაფოს მანქანა ამოვიდეს“, _ წერს ბესო ქათამაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტიის მერია ავრცელებს განცხადებას, რომ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
[sexy_author_bio]