კორონავირუსს ახალგაზრდა ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილი ემსხვერპლა, _ ამის შესახებ სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE”-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენი თვალებციმციმა ნინო საუკეთესო ექიმი, კოლეგა, ადამიანი… რამხელა ტკივილია, დაჯერებაც არ მინდა, აიცერით ადამიანებო”, – წერს მარიამ კუკუნაშვილი.
როგორც კუკუნაშვილი აღნიშნავს, ნინო ნაცვლიშვილი კორონავირუსით მშობიარობამდე 2 კვირით ადრე დაინფიცირდა, ბავშვი გადარჩა, ის კი სიცოცხლისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იბრძოდა.
“ჩვენი კლინიკის ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილი გარდაიცვალა. მშობიარობამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დაემართა კორონავირუსი. ბავშვი გადარჩა და ნინოს მას შემდეგ რეანიმაციაში იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული და სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს. ამიტომ ვამბობ, რომ ორსულებიც უნდა აიცრან. მე თვითონ აცრილი ვარ, ძალიან მძიმეა ამ ყველაფერის გაძლება.”
წყარო: ambebi.ge