„მინდა გითხრათ, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმებით, სკოლებში აღდგება კორუფცია, ატესტატის აღებისთვის მშობლები გადაიხდიან ქრთამს. ეს ქრთამი იქნება პირდაპირი გოჭების, ქათმების, ფულის სახით, ან ფარული რეპეტიტორების სახით“,_ აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, რომელიც საატესტატო გამოცდების გაუქმებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი განვითარებული ქვეყანა, სადაც საატესტატო გამოცდები არ ტარდება.
„საატესტატო გამოცდების გაუქმებით, მოკვდება ისეთი მნიშვნელოვანი დისციპლინების სწავლა სკოლებში, როგორიც არის ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. მსოფლიოში არ არის არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ნორმალური ქვეყანა, სადაც გამოცდები არ ტარდება“,_ აღნიშნა შაშკინმა.