ლანჩხუთში კორონავირუსზე საბავშვო ბაღების თანამშრომლების შემოწმება დასრულდა.
როგორია საბავშვო ბაღებში ჩატარებული ტესტების პასუხები და რა რეკომენდანციები უნდა დაიცვან საბავშვო ბაღებმა_ ამის გასარკვევად ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ნატო მენაღარიშვილს ვესაუბრეთ.
„ყველა ბაღში ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები, დალაგებულია. პედაგოგები დატესტილია და მზად არიან მუშაობისთვის.კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, რაც საბავშვო ბაღებში უნდა დაიცვან იგივეა. დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება, თერმოსკრინინგი. ბაღის ასაკის ბავშვებისთვის სავალდებულო არ არის პირბადის ტარება. ვერც დაიცავენ წესს, ხან მოიხსნიან, დააბინძურებენ და შეუძლებელია ამის მართვა. მშობლის პასუხისმგებლობაცაა, რომ თუ რაიმე სიმპტომებს შეამჩნევს არ უნდა მოიყვანოს ბაღში“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ცნობისთვის, საბავშვო ბაღები მუშაობას ხვალიდან გაანახლებენ.