მერიის ორგანიზებით, ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
მარავლწლიანი ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ღონისძიების დასაწყისში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ყვავილებით შეამკეს 1918-1921 წლების საქართველოს მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი.
ამ დროისთვის კი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კულტურის სახლში გრძელდება, სადაც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად და მომღერალი ბესიკ ნემსაძე მართავს კონცერტს ლანჩხუთელი მაყურებლისთვის.
































































