საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გარდაცვლილი საგარეჯოელი ახალგაზრდა, დადუ კერატიშვილია. ის ახალდაქორწინებული იყო და ბავშვს ელოდებოდა.
„არ მჯერა, რომ დედამ შენზე მითხრა… ჩემო ბავშვობის მეგობარო, შენ ხომ მუცელში ანგელოზი გყავდა, ჩემო ლამაზო… შენ ხომ ბედნიერი იყავი შენი ცხოვრებით და ათბობდი შენს გვერდზე მყოფ ადამიანებს…“ – წერს ახლობელი.
“შენ ხომ სულ მალე დედა უნდა გამხდარიყავი”;
“ეს რა დღ გათენდა, ჩვენო გულმზიანო და პირმოცინარო გოგო”
“მშიდად განისვენე შენს პატარასთან ერთად”, _ წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგოს ახლობლები.