საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ეს დაუშვებელი ძალადობა და ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა.
ჩვენ ვართ მათ გვერდით, ვინც საყვარელი ადამიანები ქალაქ დნიპროსა და მთელს უკრაინაში დაკარგა“,_ ნათქვამია განცხადებაში.