ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის ტერიტორაზე მშვიდობის ხეივანი გაიხსნა.
მაკვანეთის საჯარო სკოლის პედაგოგის ნინო ცეცხლაძის თქმით, ბუნებისა და ქართული ენის ინტეგრირებული გაკვეთილის დასასრულს იყო დაგეგმილი,(თემა ბუნების სიყვარული), სხვა კუთხით წარმოჩენა გადაწყვიტეს.
“სკოლის ეზოში მშვიდობის ხეივანი მოვაწყვეთ სხვადასხვა ჯიშის ყვავილებისა და ხეხილის ნერგებით. ღონისძიებას ესწრებოდა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ლელა იმედაშვილი და რესურსცენტრის წარმომადგენელი ნანიკო ნაცვალაძე. ორივე მათგანმა სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად დარგეს ნერგები და გაამწვანეს ხეივანი,“ – გვითხრა ნინო ცეცხლაძემ.
აქტივობის ბოლოს მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი და მისწერეს მესიჯები უკრაინელ თანატოლებს და მთელ მსოფლიოს.
[sexy_author_bio]