წელს თბილისის მერიის საახალწლო სლოგანი “მშვიდობის ქალაქი” იქნება. ამ შინაარსის წარწერა გამოჩნდა თბილისში, თავისუფლების მოედანზე.
“მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სიმშვიდე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ხალხის ინტერესები იყოს ყოველთვის დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება”, – განმარტა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
2023 წლის საახალწლო სლოგანის – “მშვიდობის ქალაქის” – გამოჩენას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, მიმდინარე ომის გამო, ნეგატიური შინაარსის შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელებში.