მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურას მეგობარი, ნინი შერმადინი წერს.
მელიქიშვილის გამზირიც, იაც, ვარდიც და ბზაც დაგვიტოვა და წავიდა… ვერ გიშველეთ, ზურიკ. მშვიდობით, ჩემო მეგობარო, ნათელში იყავი! _ წერს ნინი შერმადინი.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, ისრაელში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ის მძიმედ იყო ავად. მომღერლის სურვილი იყო სიცოცხლის ბოლო დღეები სამშობლოში გაეტარებინა.
,,დავდგეთ ერთად ჩვენი ზურასთვის. ის ძალიან მძიმედ არის. ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ეს მისი თხოვნა და სურვილია. ჩამოყვანა უნდა მოხდეს სარეანიმაციო თვითმფრინავით, რომელიც 66 000 ლარი ჯდება”, _ წერდა სოციალურ ქსელში მომღერალი მამუკა ონაშვილი.
18 დეკემბერს ზურა დოიჯაშვილის დასახმარებლად ტელემარათონი გაიმართა.